საქართველოში პირველად უვადოდ დაინიშნა 12 მოსამართლე

საქართველოს სასამართლოს ისტორიაში პირველად, უვადოდ დაინიშნა 12 მოსამართლე. უვადოდ მათ განწესებას კენჭი დღეს, 28 ოქტომბერს უყარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. უვადოდ დანიშნული მოსამართლეები საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ თბილისის და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებსა და ბათუმის, გორის, სიღნაღის და ცაგერის სასამართლოებში.