კვირას პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იმართება

30 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 51 მაჟორიტარულ ოლქში მანდატების მოსაპოვებლად იბრძოლებენ ის კანდიდატები, რომლებმაც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა პირველ ტურში ვერ შეძლეს. 30 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქებში ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატები ლიდერობენ, გარდა მარნეულის 36-ე, ხაშურის 43-ე და ახალციხის 44-ე ოლქებისა, სადაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა აჯობეს. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.