სულ მცირე 17 კაცი დაიღუპა მატარებლების შეჯახების შედეგად კარაჩიში

სულ მცირე 17 კაცი დაიღუპა და 50 დაშავდა ორი მატარებლის შეჯახების შედეგად პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში. ეს უკვე მეორე ასეთი სარკინიგზო ავარიაა ბოლო ორი თვის განმავლობაში. სექტემბერში მომხდარი ინცინდენტის შედეგად 4 კაცი დაიღუპა და 93 დაშავდა. იუწყებიან, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები, რომლებიც გადატრიალებულ ვაგონებში გამომწყვდეული ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. ავარიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კარაჩისა და სხვა ქალაქებს შორის შეწყვეტილია. კოლონიურ პერიოდში აგებული სარკინიგზო მაგისტრალები პაკისტანში ბოლო წლებში მწყობრიდან გამოვიდა, დაუფინანსებლობისა და ცუდი მენეჯმენტის გამო.