თურქეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რაყის გათავისუფლების თაობაზე

აშშ მოლაპარაკებას აწარმოებს თურქეთთან იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყო ანკარის როლი სირიის ქალაქ რაყის ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან გათავისუფლების ოპერაციაში. ამის შესახებ 2 ნოემბერს, პრესკონფერენციაზე განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთობლივი ოპერაციის ნაწილი იქნება ასევე ქურთების ფეშმერგას ძალები და არაბული ქვეყნების ქვედანაყოფები, რათა ქალაქში შესვლის დროს თავიდან იქნეს აცილებული ეთნიკური კონფლიქტის შესაძლებლობა. თუმცა, ამ ოპერაციაში ფეშმერგას მონაწილეობის წინააღმდეგია თურქეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალაქი ადგილობრივმა ძალებმა უნდა გაათავისუფლონ. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ვაშინგტონმა გააფრთხილა თურქეთი, რომ არ ჩაერიოს კოალიციის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში.