თურქეთში ოპოზიციური გაზეთის თანამშრომლები დააპატიმრეს

თურქეთის სასამართლომ დააპატიმრა ოპოზიციური გაზეთის, „ჯუმჰურიეთის“ ცხრა ჟურნალისტი, მათ შორის მთავარი რედაქტორი, მურათ საბუნჯუ, ასევე სხვა ცნობილი ჟურნალისტები. ერთი დღით ადრე დააპატიმრეს პრო-ქურთული პარტიის ლიდერები. მათ ბრალად ედებათ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ად აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირთან ფეთულა გიულეთან კავშირი. გიულენს ივლისის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას აბრალებენ. დაპატიმრებულებს სასამართლომდე ციხეში ამყოფებენ. პროცესის თარიღი არაა დადგენილი. თურქეთის დასავლელმა მოკავშირეებმა შეშფოთება გამოხატეს დაპატიმრებების გამო.