ირანის სამთავრობო კაბინეტში მესამე ქალი შეიყვანეს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ ისლამური რესპუბლიკის ახალ ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა ზაჰრა აჰმადიპური, კიდევ ერთი ქალი თავის კაბინეტში. ვიცე-პრეზიდენტს ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო ჩაბარდება. აჰმადიპური, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა საშუალო რანგის თანამშრომლად.