ყაზახეთში 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ბიზნესმენ ტოხტარ ტოლეშოვს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მთავრობის დამხობის მცდელობაში, ექსტრემიზმსა და იარაღის უკანონოდ ფლობაში. ტოლეშოვის განაჩენი 7 ნოემბერს გამოაცხადეს. მისი და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი სექტემბერში დაიწყო. დანარჩენებს სასამართლომ სხვადასხვა სასჯელი შეუფარდა, მათ შორის შვიდი წლით პატიმრობა. ტოლეშოვი იანვარში დააკავეს კიდევ 24 ეჭვმიტანილთან ერთად.