უნგრეთის პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი ლტოლვილთა განსახლების აკრძალვას

უნგრეთის პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი ლტოლვილთა განსახლების აკრძალვის იდეას, რომელიც ეკუთვნოდა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. შესაბამისი შესწორების მომხრეებს მხოლოდ ორი ხმა დააკლდათ პარლამენტშ გამარჯვებისთვის. ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ულტრა მემარჯვენეებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს. ორბანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო შესწორებაა საჭირო, რათა ანგარიში გაეწიოს იმ ადამიანებს, 95 პროცენტს, ვინც რეფერენდუმის დროს მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის კვოტების სისტემას. რეფერენდუმი ძალადაკარგულად ჩაითვალა, რადგან მასში არ მიიღო მონაწილეობა საჭირო რაოდენობამ.