მოლდავეთში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში

მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე სამი საათით ადრე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტს. საარჩევნო უბნები მოლდავეთში ევროპის დროით საღამოს 8 საათზე დაიხურება. არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა სოციალისტური პარტიის ლიდერი, პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონი, რომელმაც ხმათა 10%-ით აჯობა მაია სანდუს. განათლების ყოფილ მინისტრს, მაია სანდუსევროკავშირთან მოლდავეთის კიდევ უფრო დაახლოება, და რუსეთისაგან, როგორც მოლდავეთის მთავარი ენერგეტიკული მომწოდებლისაგან, დისტანცირება სურს. იგორ დოდონმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს რუსეთის ბაზარი, რომლის დაკარგვამაც დიდი ზიანი მიაყენა მოლდავეთის ეკონომიკას. არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ი პლუს ერთი ხმის მოპოვება, რის გამოც გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება. 1997 წლის შემდეგ მოლდავეთში პირველად ტარდება პრეზიდენტის საპრეზიდენტო არჩევნები. ხმის მიცემის პროცედურას ასობით უცხოელი დამკვირვებელი ადევნებს თვალს.