ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. „მოვითხოვთ ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას“, „დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები“, „უნდა განხორციელდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა“, „დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა“, - მსგავსი მოთხოვნებით პარლამენტის შენობასთან სხვადასხვა არასამთავრობოების წარმომადგენლებმა და პროფკავშირებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ კანონმდებლებს შეახსენეს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი საკითხები გადაიხედოს. აქციის მონაწილეების თქმით, უკვე რეალური ცვლილებების დროა.