ეგვიპტის სასამართლომ ციხეში გაგზავნა ჟურნალისტთა კავშირის სამი ხელმძღვანელი

ეგვიპტის სასამართლომ ციხეში გაგზავნა ჟურნალისტთა კავშირის სამი ხელმძღვანელი. მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ კოლეგების დამალვისთვის, რომლებზეც ძებნა იყო გამოცხადებული. განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება. ჟურნალისტთა კავშირის არსებობის 75 წლის განმავლობაში მისი თავმჯდომარე პირველად ჩასვეს ციხეში.