ქაბულის შიიტურ მეჩეთში მომხდარმა აფეთქებამ 27 კაცი იმსხვერპლა

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 27 კაცი დაიღუპა ქაბულის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ქაბულის პოლიციის თანახმად, დაჭრილია 31 კაცი. თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ მოიყვანა მოქმედებაში, როდესაც ბაქირ ულ-ოლუმის მეჩეთში მლოცველები იკრიბებოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.