აშშ-ში ექვსი ბავშვი დაიღუპა სკოლის ავტობუსის ავარიის შედეგად

აშშ-ში, ტენესის შტატში ექვსი ბავშვი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა სკოლის ავტობუსის ავარიის შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, 21 ნოემბერს, ნაშუადღევს, 35 ბავშვი გადაჰყავდათ ავტობუსით, როცა ის ხეს შეეჯახა. დაკავებულია 24 წლის მძღოლი ავტობუსის სახიფათოდ მართვის ბრალდებით.