ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თურქეთის გაწვერიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას, ანკარის მიერ ქვეყნის შიგნით გატარებული რეპრესიული პოლიტიკის გამო. 24 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელიც სამართლებრივად სავალდებულო არ არის, მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, შემოიღონ „დროებითი მორატორიუმი“ ანკარასთან მოლაპარაკებებზე, ვიდრე თურქეთი არ გააუქმებს „არაპროპორციულ ზომებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“. კენჭისყრის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააკრიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც „არ შეასრულეს პირობა“ თურქეთის ევროკავშირში გაწვერიანების მხრივ.