ირანში სარკინიგზო კატასტროფის გამო გადადგა უწყების უფროსი

ირანში თანამდებობიდან გადადგა სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელი მას მერე, რაც 25 ნოემბერს სემნანის პროვინციაში კატასტროფა მოხდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 44 ადამიანი, დაშავებულია ათეულობით მგზავრი. დააპატიმრეს მატარებლის მემანქანე და სხვა პასუხისმგებელი სამი პირი.