შალვა ცისკარაშვილი აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად

ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, შალვა ცისკარაშვილი აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჟენევაში მიიღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-11 ციკლის საორგანიზაციო სესიაზე. სამინისტროს ცნობით, საქართველოს წარმომადგენელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად პირველად აირჩიეს. შალვა ცისკარაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან და ბიუროს წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების შემუშავებაში და მომავალი, 2017 წლის განმავლობაში გაუძღვება ცალკეულ სხდომებს.