ბულგარეთში სატვირთო მატარებლის აფეთქებამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა

ხუთი ადამიანი დაიხოცა და 23 დაშავდა ბულგარეთში სატვირთო მატარებლის რელსებიდან გადასვლის და აფეთქების შედეგად. მატარებელმა, რომელსაც საწვავი აირი გადაჰქონდა დააზიანა 20-მდე შენობა, მოხდა სოფლის 800 მცხოვრების ევაკუაცია. მატარებელი რელსებიდან გადავარდა სოფელ ჰიტრინოს სარკინიგზო სადგურთან და ბოლო ორი ვაგონი ელექტრო გამანაწილებელს შეეჯახა, რამაც გამოიწვია აფეთქება და ხანძარი. სოფელი შავი ზღვის პირა ქალაქ ვარნიდან ას კილომეტრში მდებარეობს.