ყირგიზეთის საარჩევნო კომისიის ოფიციალურ პირთა თანახმად, ამ ქვეყნის რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებას, აიკრძალოს ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება და პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილება გადავიდეს პრემიერ-მინისტრის ხელში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა 80 პროცენტმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც 26 შეკითხვის ფორმით იყო წარმოდგენილი რეფერენდუმზე, და რომლებზეც მოქალაქეებს მარტივად უნდა ეპასუხათ, ან „ჰო“-თი და ან „არა“-თი. რეფერენდუმის შედეგის თანახმად, ქვეყანაში გაიზრდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება. ყველაზე სადავო ცვლილება შეეხება პრემიერის უფლებას, პარლამენტის დამტკიცების თანახმად დანიშნოს და მოხსნას მინისტრები. ეს უფლება დღემდე პრეზიდენტის ხელში იყო.