პარლამენტის უმცირესობამ დაიბარა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები

საქართველოს პარლამენტის უმცირესობამ სხდომაზე დაიბარა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი გახარია. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მინისტრებმა ლარის კიდევ უფრო გაუფასურებისგან დაცვის და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც 28 დეკემბერსაა დანიშნული. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს უკვე გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა.