უკრაინაში ბრძოლისას ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს

არტილერია და ნაღმტყორცნები მონაწილეობდნენ ბრძოლაში, მსუბუქი იარაღიდან სროლა გრძელდებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მთავრობის ჯარის ორი სამხედრო მოკლეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ანდრი ლისენკომ განაცხადა, რომ გასულ დღე-ღამეში სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი სამს უდრის. ლისეკნკოს თქმით, ბრძოლა გრძელდებოდა დონეცკის სამხრეთში, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი რაზმების იერიშის ფონზე. მათ კიევის მთავრობის ჯარი დაადანაშაულეს მათ პოზიციებზე თავდასხმაში.