ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა სომხეთ-აზერაბიჯანის საზღვარზე შეტაკების შედეგად

ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა 29 დეკემბრის დილას სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეებს შორის საზღვართან შეტაკების შედეგად. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისი სამი ჯარისკაცი დაიღუპა სროლისას, რომელიც მოჰყვა, ერევნის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების შეჭრას საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა მისი ერთი ჯარისკაცი. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან გრძელდება კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გამო. 1988 წელს დაწყებულ ომს, რომელსაც 30 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1994 წელს ბოლო მოუღო ზავმა, მაგრამ ის ბევრჯერ იქნა დარღვეული. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის და უმეტესწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.