ნავთობის საერთაშორისო ფასი მნიშვნელოვანად გაიზარდა

ნავთობის ფასმა 2016 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, მას შემდეგ, რაც ოპეკმა და სხვა ნავთობით მდიდარმა ქვეყნებმა, მათ შორის - რუსეთმა, მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის წარმოების შემცირების თაობაზე. უმაღლესი ხარისხის ნედლი ნავთობის ფასი ლონდონში 52%-ით გაიზარდა, 45%-ით ნიუ-იორკში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნახტომია 2009 წლის შემდეგ, როდესაც ერთბაშად 70%-ით გაიზარდა ბარელი ნედლი ნავთობის ფასი. ბრენტის მარკის ნავთის ფასი 2016 წლის ბოლოს 56,82$ -ს უდრის. მაშინ როცა, წლის დასაწყისში იმავე კლასის ბარელი ნავთი 30 დოლარი ღირდა.