გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა დატოვეს აშშ

რუსმა დიპლომატებმა, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 72-საათის ვადა ჰქონდათ ამერიკის დასატოვებლად, უკვე გაემგზავრნენ ვაშინგტონიდან. ამის თაობაზე, რუსეთის ახალი ამბების სააგენტოებს უამბო აშშ-ში რუსეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ნიკოლაი ლახონინის თქმით თვითმფრინავი, რომელშიც რუსი დიპლომატები იმყოფებიან, უკვე აფრინდა ვაშინგტონიდან. თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან.