2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 50 მილიონამდე ბოთლი ღვინო

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მილიონამდე ბოთლი ღვინო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათი ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.