თურქეთის პარლამენტმა 90 დღით გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობა

თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას უყარა კენჭი, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“. 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 19 იანვრიდან ამოქმედდება. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი თურქეთში გასული წლის ივლისში შემოიღეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა, ორი ათასამდე ადამიანი დაშავდა. დღეის მდგომარეობით, 40 000-მდე ადამიანია დაკავებული.