გაზაფხულზე აშშ-ის საზღვაო მედესანტეთა კორპუსი 300 ჯარისკაცს განალაგებს სამხრეთ ავღანეთში

აშშ-ის საზღვაო მედესანტეთა კორპუსმა გამოაცხადა, რომ გაზაფხულზე 300 ჯარისკაცს განალაგებს სამხრეთ ავღანეთში. ეს იქნება ნაწილი ნატოს ეგიდით მოქმედი კონტინგენტისა, რომელიც ავღანეთის ჯარებს გაწვრთნის. აშშ-ის სამხედრო შენაერთები განლაგდებიან პროვინცია ჰელმანდში, სადაც ხშირად ხდება ხოლმე მწვავე შეტაკებები თალიბებსა და ავღანეთის სამთავრობო ჯარებს შორის.