იერუსალიმში ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

იერუსალიმში ოთხი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრში მანქანა დაეტაკა სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფს. დაშავებულია 15 ადამიანი. როგორც ისრაელის პოლიცია იტყობინება, 8 იანვარს მომხდარი ინციდენტი „ტერაქტი“ იყო. დაღუპულთაგან სამი ქალი იყო. ავტომანქანის მძღოლი მოკლულია.