პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს ლეხ ვალენსას ვაჟიშვილი

პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს ყოფილი პრეზიდენტის, მოძრაობა „სოლიდარობის“ დამფუძნებელ ლეხ ვალენსას ვაჟიშვილი, პშემისლავ ვალენსა. პოლიციამ 9 იანვარს გაავრცელა ცნობა, რომ 43 წლის პშემისლავ ვალენსა ქალაქ გდანსკში, მისსავე ბინაში იპოვა ოჯახის წევრმა. პოლიციისვე ცნობით, ვალენსას გვამს არ აღენიშნება ძალადობის კვალი და ვარაუდობენ, რომ სიკვდილი ბუნებრივი მიზეზით დადგა. პშემისლავი მესამე იყო ლეხ ვალენსას რვა შვილს შორის. თავად ლეხ ვალენსა 73 წლისაა. 1983 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, როგორც დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობის, "სოლიდარობის" ლიდერს. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ვალენსა პოლონეთის პრეზიდენტი იყო 1990-95 წლებში.