რომის პაპი ევროპაში პოპულიზმის ზრდის საშიშროებას ხედავს

რომის პაპი ევროპაში პოპულიზმის ზრდის საშიშროებას ხედავს და აფრთხილებს ევროპელ ხალხს, არ გაიმეორონ 1930-იანი წლების შეცდომები. ინტერვიუში, რომელიც 22 იანვარს გამოქვეყნდა ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“, პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რომ „არსებული კრიზისები შიშის პროვოცირებას იწვევენ“, ხოლო 1933 წლის გერმანია „ევროპული პოპულიზმის“ ყველაზე მკაფიო მაგალითია. რომის პაპი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა იხელმძღვანელოს „ეთიკური ფასეულობებით“ და იზრუნოს „ღატაკებსა და მიტოვებულებზე“. ამასთან, ფრანცისკემ არაგონივრული უწოდა ნაადრევ შიშსა და სიხარულს და დაძინა, რომ დაელოდება და დააკვირდება, თუ როგორ ჩამოაყალიბებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი საკუთარ მოსაზრებებს.