სომალიში 13 ადამიანი დაიღუპა სასტუმროზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა სასტუმროზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, თავდამსხმელებმა ჯერ დანაღმული ავტომანქანა დააჯახეს სასტუმროს ჭიშკარს და შემდეგ შენობაში შეიჭრნენ. "როიტერსის" ცნობით, პოლიციაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფმა "ალ შაბააბმა".