გაეროში აშშ-ის ახალმა ელჩმა პირობა დადო, რომ სერიოზულ ცვლილებებს გაატარებს

გაეროში აშშ-ის ახალმა ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, პირობა დადო, რომ სერიოზულ ცვლილებებს გაატარებს ორგანიზაციაში და გააფრთხილა აშშ-ის მოკავშირეები, რომ თუკი ისინი ვაშინგტონს არ დაეხმარებიან, მაშინ ის დაიმახსოვრებს და პასუხს მოსთხოვს მათ. ჰეილი 27 იანვარს ჩავიდა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში და რწმუნებულებები წარუდგინა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს.