ევროკავშირის რვა ქვეყანას აშშ-თან უკრაინაში რეფორმების საქმეში ახლო თანამშრომლობა სურს

ევროპის კავშირის რვა წევრი ქვეყანა გამოდის მოწოდებით აშშ-თან ევროკავშირის უფრო ფართო თანამშრომლობისკენ უკრაინაში რეფორმების სფეროში. დოკუმენტი, რომელიც ამ მოწოდებას შეიცავს რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა იხილა. შესაბამისი გეგმა შეიქმნა ევროპაში იმ შეშფოთების ფონზე, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობას გააძლიერებს და უკრაინისთვის მხარდაჭერას შეასუსტებს, რაც ევროკავშირს ნაკლები გავლენის გარეშე დატოვებს. დოკუმენტი, რომელიც 6 თებერვალს უნდა განიხილონ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შეიქმნა ბრიტანეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის, ასევე შვედეთის ავტორობით. დასავლეთის ქვეყნებში თვლიან, რომ უკრაინაში რეფორმების გატარება შეასუსტებს მასზე რუსეთის ზეგავლენას.