თურქეთში 400-ზე მეტი პირი დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ოპერაციის ფარგლებში

თურქეთის ანტი-ტერორისტულმა პოლიციამ 440-ზე მეტი პირი დააკავა, როგორც აცხადებენ, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ქონის გამო. ამ ცნობას 5 თებერვალს ავრცელებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. ეს ყველაზე მაღალი რაოდენობაა დაკავებული ადამიანებისა თურქეთში ამ ექსტრემისტულ ჯგუფთან ბრძოლის ფარგლებში. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი 60 პირი, მათი უმრავლესობა უცხოეთის მოქალაქე, 5 თებერვალს დილით ადრე დააპატიმრეს ანკარაში, 150-მდე პირი სირიის საზღვართან ახლოს. გამთენიისას ჩატარებულმა ოპერაციამ მოიცვა რამდენიმე ქალაქი, სტამბოლის ჩათვლით. გავრცელებული ცნობებით, 9 ეჭვმიტანილი ქალაქ იზმირში გეგმავდა თავდასხმის მოწყობას. თურქეთმა გააძლიერა ანტიტერორისტული მუშაობა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში იყო გადატრიალების მცდელობა და ათობით სისხლიანი თავდასხმა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“, ან ქურთული ძალების ექსტრემისტებს უკავშირდება.