პაკისტანში მოკლეს ავღანეთის საკონსულოს თანამშრომელი

პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ავღანეთის საკონსულო აცხადებს, რომ საკონსულოს მცველმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა დიპლომატი. პოლიცია როგორც იუწყება, მცველმა 6 თებერვალს ესროლა ავღანეთის საკონსულოს მესამე მდივანს, მუჰამად ზაკის, მათ შორის შელაპარაკების შემდეგ. ამ ცნობით, ორივე - დიპლომატიც და მცველიც - ავღანელები არიან. პოლიციას ტერაქტად არ მიაჩნია ინციდენტი. მცველი დააკავეს და პოლიციის კორდონი შემოარტყეს კარაჩის რაიონს, რომელშიც, ავღანეთის საკონსულოს გარდა, კიდევ რამდენიმე დიპლომატიური მისია მდებარეობს.