აშშ-ის სააპელაციო სასამართლო გამართავს მოსმენებს იმიგრაციის აკრძალვაზე ტრამპის განკარგულების გარშემო

აშშ-ის სააპელაციო სასამართლო შვიდ თებერვალს გამართავს მოსმენებს და გადაწყვეტს, აღადგენენ თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას შვიდი, უმეტესად მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ლტოლვილებისთვის აშშ-ში შესვლის დროებითი აკრძალვის შესახებ. სან-ფრანცისკოს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სთხოვა იუსტიციის დეპარტამენტის, ასევე ვაშინგტონის და მინესოტის შტატების იურისტებს, ადგილობრივი დროით სამ საათზე წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები იმის თაობაზე, დატოვონ ძალაში თუ, არა აშშ-ში შესვლის დროებითი აკრძალვის გაუქმება. სიეტლის სასამართლომ 3 თებერვალს გააუქმა ტრამპის განკარგულება და გზა გაუხსნა ირანის და ერაყის მოქალაქეებს, შესულიყვნენ შეერთებულ შტატებში. დონალდ ტრამპი თავის მიერ 27 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით ამართლებს. მისი ოპონენტები თვლიან, რომ განკარგულება არაკონსტიტუციურია და ქვეყანაში შესვლას კრძალავს რელიგიურ ნიშნის მიხედვით.