ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს სამი მოქალაქე

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის სამი მკვიდრი - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ლაშა დოთიაშვილი, ავთანდილ თაყაძე და ჯემალ აბალაკი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 თებერვალს, საღამოს დააკავეს კირბალის მახლობლად მდებარე ტყის მასივთან. სამივე მათგანს ბრალად დასდეს "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთა. მოქალაქეთა გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.