ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ემიგრანტები დღეს გამართავენ აქციას სახელწოდებით „ერთი დღე უემიგრანტებოდ“. ისინი გეგმავენ 24 საათით გამოეთიშონ სასწავლო და სამუშაო პროცესს და ამით ყველას უჩვენონ, რამდენად მნიშვნელოვანნი არიან აშშ-ის ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრებისთვის. აქციები, რომლებიც სოციალური ქსელების დახმარებით დაიგეგმა, გაიმართება ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ბოსტონში, ჰიუსტონში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში. ეს ინიციატივა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილი პასუხია. მისმა ადმინისტრაციამ დადო პირობა, რომ გაამკაცრებს აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ იმიგრანტთა დეპორტაციის წესებს.