24 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის (აშშ) საერთაშორისო ტურნირის ფინალში ითამაშებს. ეს უფლება მან მოიპოვა მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში სძლია ყაზახეთის წარმომადგენელს, მიხაილ კუკუშკინს – 7:6, 6:2. კვირას, ფინალურ შეხვედრაში, ბასილაშვილი ამერიკელ რაიან ჰარისონს შეხვდება. მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილს ამჟამად 67-ე ადგილი უკავია, ხოლო მის მეტოქეს – 62-ე. სახელოვანი ალექსანდრე მეტრეველის შემდეგ ბასილაშვილი მეორე ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც ATP-ის ტურნირის ფინალში ასპარეზობს, და პირველი, ვინც გადამწყვეტ მატჩში დამოუკიდებელ საქართველოს წარმოადგენს (ბასილაშვილისთვის ეს უკვე მეორე ფინალია შარშან, ავსტრიის ქალაქ კიცბიულში წაგებული ფინალის შემდეგ). საინტერესოა აღინიშნოს, რომ ATP-ის სერიის ტურნირებში თავისი ბოლო გამარჯვება მეტრეველმა 1974 წელს, აშშ-ის ქალაქ საუთ-ორანჯში მოიპოვა.