საქართველოს მორაგბეებმა გერმანიის ნაკრებს სძლიეს

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა გერმანიის ეროვნული გუნდი - 50:6. რუსთავში მოპოვებული ამ გამარჯვებით ქართველმა მორაგბეებმა ბონუსქულაც დაიმსახურეს და 10 ქულით სათავეში უდგანან სატურნირო ცხრილს. ტურნირის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები 4 მარტს, სტუმრად შეხვდება ესპანეთის ეროვნულ გუნდს.