ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ბათუმში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში“ წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულები, რომლებსაც სხეულის მძიმე დამწვრობა აქვთ, ბათუმიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი კონდიცირების სისტემის დაზიანებამ გამოიწვია.