პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მძლავრი აფეთქება მოხდა

სულ მცირე რვა კაცი დაიღუპა და 20 დაიჭრა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი იყო მაღალი კლასის სავაჭრო რაიონი, რომელიც პოლიციის მიერ გადაკეტილია. სამართალდამცველები იძიებენ მომხდარი აფეთქების დეტალებს. აფეთქების ფონია ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული ანტიტერორისტული მზადყოფნა, რაც შედეგად მოჰყვა ტერაქტების სერიას, რომელსაც ბოლო 11 დღის განმავლობაში 130 კაცის სიცოცხლე შეეწირა.