1 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ცერემონია

1 მარტს, ბრიუსელში გაიმართება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია - ამის შესახებ ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. იმავე დღეს ხელი მოეწერება ე.წ. შეჩერების მექანიზმის განახლებულ ვარიანტს. ორივე ხელმოწერილი დოკუმენტი ძალაში ერთდროულად შევა.