აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს შეიარაღებულ თავდასხმაში

აზერბაიჯანის ხელისუფლება და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს შეიარაღებულ პროვოკაციაში გამყოფი ხაზის გასწვრივ. სეპარატისტთა სარდლობის ცნობით, 25 თებერვალს მის განკარგულებაში არსებულმა ფორმირებებმა შეძლეს აზერბაიჯანის სამხედრო ძალების შეტევის მოგერიება ფრონტის ხაზის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სექტორებში.სეპარატისტების ინფორმაციით, ბრძოლაში რამდენიმე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. თავად სომხურ ფორმირებებში მსხვერპლი არ არის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა წუხელ მომხდარი შეტაკებები, რაშიც ბაქო სეპარატისტებს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის სამხედრო უწყება ადასტურებს ბრძოლაში ჯარისკაცების დაღუპვას, თუმცა რაოდენობას არ ასახელებს.