44 კაცი დაიღუპა დამასკის ცენტრში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად

სულ მცირე 44 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა 11 მარტს ერთიმეორის მიყოლებით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სირიის დედაქალაქ დამასკის ძველ რაიონში. სირიის ოფიციალური „სანას“ სააგენტოს ინფორმაციით, ტერორისტებმა წინასწარ დამონტაჟებული ბომბები ააფეთქეს ბაბ ალ-საღის სასაფლაოზე, სადაც შიიტების საპატივცემულო პირების მავზოლეუმები მდებარეობს. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმების სამიზნე იყო პილიგრიმებით სავსე ავტობუსი, რომელსაც მგზავრები ცნობილ სასაფლაოზე მიჰყავდა. დამასკის ძველ რაიონში მომხდარ თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის უკისრია.