საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი

საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პეტერ სიიარტო. ის შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით, შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეკონომიკის, განათლების და კულტურის სფეროებში საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის საკითხებს. პეტერ სიიარტოს ვიზიტისას უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის გაფორმდება საგრანტო პროგრამის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას.