მაკედონიაში გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები

Your browser doesn’t support HTML5

მაკედონიაში გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის სკოპიეში ვიზიტის წინ. ჰანი ამ ვიზიტით მიზნად ისახავს მაკედონიის დახმარებას პოლიტიკური კრიზისის დასრულების პროცესში. ამ კრიზისის გამო გასული წლის დეკემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ქვეყანას არ ჰყავს ახალი მთავრობა. მასობრივი დემონსტაციები განაპირობა პოლიტიკურმა შეთანხმებამ ეთნიკურ ალბანელთა პარტიასთან მმართველი კოალიციის შექმნის თაობაზე, რომლიც მნიშვნელოვნად ზრდის ალბანური ენის მნიშვნელობას მაკედონიაში.