უკრაინის უშიშროების სამსახურმა ევროვიზიის რუს მონაწილეს ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სამი წლით აუკრძალა უკრაინაში შესვლა მომღერალ იურია სამოილოვას, რომელსაც რუსეთის სახელით უნდა ემღერა „ევროვიზია-2017“-ის კონკურსზე, კიევში. 2015 წელს სამოილოვამ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გამართა კონცერტი, რითაც დაარღვია უკრაინის კანონმდებლობა, რომლის მიხედვით, ნახევარკუნძულზე ჩასვლა მხოლოდ კიევის ნებართვით შეიძლება. სამოილოვა ბავშვობიდან არის ეტლზე მიჯაჭვული და მხოლოდ ასე შეუძლია გადაადგილება.