პაკისტანი ავღანეთთან საზღვარზე ზღუდის აგებას იწყებს

პაკისტანმა განაცხადა, რომ ავღანეთთან საზღვარზე დაიწყო ზღუდის აგება, რათა არ დაუშვას ავღანეთიდან თავდასხმის მოწყობის მსურვლეთა შეღწევა თავის ტერიტორიაზე. ავღანეთის სამხედრო მეთაურმა, გენერალმა ყამარ ბაჯვამ განაცხადა, რომ სასაზღვრო ზღუდე აიგება იმ არეალებში, სადაც "მაღალია საშიშროება".