თბილისის საკრებულოს დელეგაცია მონაწილეობს კრაკოვში ადგილობრივი მთავრობების კონგრესში

თბილისის საკრებულოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპის ადგილობრივი მთავრობების მესამე კონგრესში. თბილისის დელეგაციის წევრები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა და ინვესტიციები რეგიონული ეკონომიკური განვითარებისთვის; მიგრაციის კრიზისი და დასაქმების ბაზრის გამოწვევები, ასევე ადგილობრივი მთავრობები და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. ამ სადისკუსიო პანელში მონაწილეობას მიიღებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესი ქალაქ კრაკოვში 28 მარტს დასრულდება. კონგრესის ორგანიზატორია პოლონეთში დაფუძნებული „აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი“.