კრემლი „ნაადრევს“ უწოდებს დასკვნებს სირიაში ქიმიური თავდასხმის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „საზარელი დანაშაული“ უწოდა სირიაში 4 აპრილს მომხდარ თავდასხმას, რასაც გავრცელებულ ინფორმაციით 70 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან კრემლის წარმომადგენელი „ნაჩქარევს“ უწოდებს, რომელიმე მხარისათვის „დამნაშავის იარლიყის“ ჩამოკიდებას. „ამ ტრაგედიის შემდეგ არავის არ მიეცა საშუალება ამ რაიონში ჩასვლისა. და შესაბამისად არავინ ფლობს რეალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას. ამიტომ ნებისმიერი მონაცემები, რომელსაც აშშ-ი ან სხვა ქვეყნებში მყოფი ჩვენი კოლეგები შეიძლება ფლობენ, შეუძლებელია ემყარებოდეს ობიექტურ მასალებს და ობიექტურ მოწმეთა ჩვენებებს“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.